შალვა პაპუაშვილი - ყველა ძალადობაზე არის რეაქცია - პრობლემა ისაა, რომ ოპოზიცია საკუთარ მოძალადეებს მოძალადეებად არ აღიქვამს - როდესაც თავად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები, მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ

ყველა ძალადობაზე არის რეაქცია - პრობლემა ისაა, რომ ოპოზიცია საკუთარ მოძალადეებს მოძალადეებად არ აღიქვამს - როდესაც თავად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები, მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გუშინ, კასპში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილმა 7-8 მარტის აქციები გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არავის დაუგმია.

„ყველა ასეთ ძალადობაზე არის რეაქცია, ხდება ადამიანების დაკავება, რომლებიც ძალადობაში არიან ჩართულები. ასე რომ, პოლიცია ყველა შემთხვევაში თანაბრად მოქმედებს. პრობლემა ისაა, რომ ოპოზიცია საკუთარ მოძალადეებს მოძალადეებად არ აღიქვამს ხოლმე და მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ, როდესაც თავად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები. ხოლო თუ ისინი ძალადობენ სხვებზე, არ უნდა ისჯებოდნენ. ყველას შევახსენებ 7-8 მარტის ძალადობრივ აქციას. როდესაც პარლამენტის შენობაზე იყო თავდასხმა და ცეცხლის წაკიდებას ცდილობდნენ. მოლოტოვის კოქტეილი საქართველოს ისტორიაში პირველად გამოიყენეს და ესროლეს პოლიციელს. დღემდე ეს არავის დაუგმია. ემპათიით არიან გამსჭვალულები და უცხოური დაფინანსებით NGO-ებმა აქციები მოაწყვეს, სადაც პლაკატები ჰქონდათ წარწერით - „მე ვესროლე“. ანუ, ამართლებენ ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდებას ის NGO-ები, რომლებიც თავს პროდასავლურებს, ლიბერალებს ეძახიან. თუ ყველაფერი ეს გაიგივებულია „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლასთან, უნდა დაფიქრდნენ, საერთოდ, რას შვრებიან და როგორ ახდენენ ღირებულებების დევალვაციას, როდესაც პროდასავლურობას ტოლობას უსვამენ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლასთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, კასპში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მოსახლეობას ხვდებოდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, გამოძიება 126-ე (ძალადობა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

შალვა პაპუაშვილი - ყველა ძალადობაზე არის რეაქცია - პრობლემა ისაა, რომ ოპოზიცია საკუთარ მოძალადეებს მოძალადეებად არ აღიქვამს - როდესაც თავად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები, მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ

ყველა ძალადობაზე არის რეაქცია - პრობლემა ისაა, რომ ოპოზიცია საკუთარ მოძალადეებს მოძალადეებად არ აღიქვამს - როდესაც თავად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები, მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გუშინ, კასპში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილმა 7-8 მარტის აქციები გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არავის დაუგმია.

„ყველა ასეთ ძალადობაზე არის რეაქცია, ხდება ადამიანების დაკავება, რომლებიც ძალადობაში არიან ჩართულები. ასე რომ, პოლიცია ყველა შემთხვევაში თანაბრად მოქმედებს. პრობლემა ისაა, რომ ოპოზიცია საკუთარ მოძალადეებს მოძალადეებად არ აღიქვამს ხოლმე და მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ, როდესაც თავად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები. ხოლო თუ ისინი ძალადობენ სხვებზე, არ უნდა ისჯებოდნენ. ყველას შევახსენებ 7-8 მარტის ძალადობრივ აქციას. როდესაც პარლამენტის შენობაზე იყო თავდასხმა და ცეცხლის წაკიდებას ცდილობდნენ. მოლოტოვის კოქტეილი საქართველოს ისტორიაში პირველად გამოიყენეს და ესროლეს პოლიციელს. დღემდე ეს არავის დაუგმია. ემპათიით არიან გამსჭვალულები და უცხოური დაფინანსებით NGO-ებმა აქციები მოაწყვეს, სადაც პლაკატები ჰქონდათ წარწერით - „მე ვესროლე“. ანუ, ამართლებენ ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდებას ის NGO-ები, რომლებიც თავს პროდასავლურებს, ლიბერალებს ეძახიან. თუ ყველაფერი ეს გაიგივებულია „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლასთან, უნდა დაფიქრდნენ, საერთოდ, რას შვრებიან და როგორ ახდენენ ღირებულებების დევალვაციას, როდესაც პროდასავლურობას ტოლობას უსვამენ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლასთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, კასპში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მოსახლეობას ხვდებოდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, გამოძიება 126-ე (ძალადობა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია