ლაგოდეხში ახლად რეაბილიტირებული ისტორიული მუზეუმი გაიხსნა

ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა.

ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუზეუმის სრული რეაბილიტაცია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 724,999 ლარს შეადგენს.

„რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა შენობის ინტერიერი და ღობე. მოწესრიგდა მუზეუმის ეზო, მოეწყო ღია სამკითხველო სივრცეები და ადაპტირებული ღია სცენა. წლობით ყუთებში ჩაწყობილი არტეფაქტები გამოიფინა და განლაგდა თაროებზე მოწყობილ ფონდსაცავებში. შენობის მეორე სართულზე მოეწყო საკონფერენციო დარბაზი, ასევე, მოეწყო სივრცე მედიათეკისთვის, რომელიც აღიჭურვა წიგნებით, სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკით, რესურსითა და სხვა საჭირო ინვენტარით.

ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმის შენობის მეორე სართულზე, თანამედროვე ტიპის ახალგაზრდული ცენტრი - მედიათეკის მოწყობა განხორციელდა, რომელიც გაეროს განვითარების (UNDP) საგრანტო პროგრამის და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს „მონაწილეობის აკადემია 2022" გრანტის ფარგლებში დაფინანსდა, მედიათეკის აღჭურვა დონორების მხარდაჭერით განხორციელდა.

ისტორიული მუზეუმის გახსნის შემდეგ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი შეემატა. თანამედროვე, ტექნოლოგიებით აღჭურვილი ისტორიული მუზეუმის კომფორტული გარემო, ახალგაზრდებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობასთან ერთად, არაფორმალური განათლების მიღების საშუალებას მისცემს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, ევროკავშირის დელეგაციის ელჩის მოადგილემ კატალინ გერმანმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკ ბერესფორდმა და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა, კაროლინა ზიგმანოვსკამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება