ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - საქართველო ევროპის სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს შორის საუკეთესოდ დასახელდა

­

ნორვეგიაში, ოსლოში, საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე m&i Summer 2023 საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 180 კომპანიას შორის გაიმარჯვა. სპეციალური ჯილდო ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ფორუმში საუკეთესო შედეგით, საქართველო მსოფლიოს საქმიანი ტურიზმის რუკაზე მყარად იმკვიდრებს თავს.

„ეს გამარჯვება ხელს უწყობს საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულების პოპულარიზაციას, მსხვილი ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციებისა და კონგრესების მოზიდვას საქართველოში.

საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმში მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები, მონაწილეობდნენ.

m&i Summer 2023-ის ფარგლებში 320 ღონისძიების დამკვეთი საერთაშორისო კომპანია იყო წარდგენილი.

საერთაშორისო ფორუმში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრმა კომპანიებმა შეხვედრები გამართეს ევროპელ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით“,- ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად