„ჯივიპი“ უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემას აახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები უნივერსიტეტის ქუჩაზე პარალელურად 4 სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის შედეგად ჯამში 5.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვლება.

პროექტის ფარგლებში განახლდება 2 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენის და 3 კმ სიგრძის წყალარინების ქსელები, დამონტაჟდება 38 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, 62 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა.

პროექტის ბოლო ეტაპზე ჩატარდება ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები, რის შემდეგაც ახლადმოწყობილი ქსელი ექსპლუატაციაში შევა.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დაასრულებს. პროექტში კომპანია 4 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

რეაბილიტაციის შედეგად, ვაკე-საბურთალოს რაიონში უნივერსიტეტისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით