მიხეილ სააკაშვილი - შევძლებთ თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება, ყველანაირ ძალადობას დავუყენოთ ჯებირი, ვაპირებ, აქტიურად ვიყო ჩართული პროცესებში - შეიძლება ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან

შეიძლება ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ მე ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან. ძალიან მაგარი სულისკვეთებით და ძალიან მხნედ ვარ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აპირებს პროცესებში აქტიურად იყოს ჩართული.

„არ შემშინებია, როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი და კანონიერ ქურდებს დავუპირისპირდი; არ შემშინებია უკრაინაში ურთულეს სიტუაციებში; არ შემშინებია 2008 წელს. ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ყველანაირი სამოქალაქო დაპირისპირება, ყველანაირ ძალადობას დავუყენოთ ჯებირი. მე ვაპირებ აქტიურად ვიყო ჩართული პროცესებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. აუცილებლად შევძლებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას. ჩვენი ამოცანაა გავიაზროთ, სამოქალაქო დაპირისპირების უფლება არ მივცეთ, პირიქით, ვაჩვენოთ მოლაპარაკებების გზა და სამართლებრივი გზით სიარული.

დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერს, ჩვენ გვინდა ერთიანობა, სიძლიერე, უნდა ვასხივებდეთ სიძლიერეს, რადგან შეშინებული, დამფრთხალი ხელისუფლება ასხივებს სისუსტეს. შეიძლება ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ მე ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან. ძალიან მაგარი სულისკვეთებით ვარ და ძალიან მხნედ ვარ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს