პარლამენტი „თავდაცვის კოდექსს“ განხილვას დაუბრუნდა - პროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ

თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ პარლამენტი “თავდაცვის კოდექსის“ პროექტის და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას დაუბრუნდა.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ განხილვის დაწყების წინ პარლამენტმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოთხოვნა გაითვალისწინა, “თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პუნქტობრივი და მუხლობრივი განხილვის ნაცვლად, მისი თავების მიხედვით განხილვის შესახებ.

ირაკლი ბერაიას ამ წინადადებას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა, რომლის შეფასებით, კანონპროექტის ამ მეთოდით განხილვა ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობას კითხვებზე პასუხები არ აქვთ.

თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით პარლამენტის შესაბამისს - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ჯერ კიდევ აპრილის თვეში გადამუშავდა და ინიცირებულ პროექტში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე აისახა.

პარლამენტის კომიტეტის ფარგლებში, მეორე მოსმენით გადამუშავებული პროექტის მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძვლები და იმ პირთა წრე ფართოვდება, ვისაც ეს შეღავათი შეეხება. კერძოდ, სამხედრო-სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლდებიან და სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება მათ, ვინც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში ან სამინისტროს სისტემაში მოქმედ სსიპ-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში შემავალ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურებში. გადავადებით სარგებლობის შესაძლებლობა გენერალური პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორებზეც გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ მუხლობრივ საკომიტეტო მოსმენაზე “თავდაცვის კოდექსის“ პროექტიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი ამოიღეს, რომელიც 10 ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული.

“თავდაცვის კოდექსის“ პროექტით თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხები ახლებურად რეგულირდება. პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს სახელი ეცვლება და “წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ეწოდება.

იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება. კერძოდ, 12-თვიანი ვადის ნაცვლად, შეთავაზებულია სამსახურის დიფერენცირებული ვადები: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე. გაწვევა სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით განხორციელდება.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ სამინისტროს სისტემაში იქნება შესაძლებელი.

მნიშვნელოვანი სიახლე რელიგიურ ორგანიზაციებს ეხება. პროექტის თანახმად, “მღვდელმსახურის“ სტატუსის ქონა სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საფუძვლად აღარ ჩაითვლება. სასულიერო პირებისთვის სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლება უქმდება - მათ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა მოუწევთ.

ამავე პროექტის ფარგლებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრა-დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობა იზრდება და იგი ასევე სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პირებზე გავრცელდება.

პროექტით, 2024 წლიდან სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედრო მოსამსახურეთათვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, საცხოვრებელი ფართების მშენებლობა უზრუნველყოს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით