შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე ღია პარლამენტის მე-5 სამოქმედო გეგმის (2023-2024წ.წ) პროექტში გაწერილ ვალდებულებებზე იმსჯელეს.

„სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სამ ვალდებულებაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, პოლიტიკური დებატების ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებაზე პარლამენტის ვებგვერდზე, ყოველწლიურ კონფერენციაზე პარლამენტის ღიაობის აქტუალურ საკითხებსა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფაზე.

რაც შეეხება პოლიტიკური დებატების ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების ვალდებულებას პარლამენტის ვებგვერდზე, პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი შესაძლოა, უფრო ფართო კონტექსტში განიხილონ და მხოლოდ პოლიტიკური დებატების ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებით არ შემოფარგლონ.

მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებაზე საუბრისას, მოსაზრება საკანონმდებლო წინადადებების განხილვის პროცედურული ნაწილის დახვეწის შესაძლებლობაზე გამოითქვა.

პარლამენტის ღიაობის აქტუალურ საკითხებზე ყოველწლიური კონფერენციის ჩატარების საკითხზე საუბრისას შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი შინაარსის კონფერენციის გამართვა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა გამოთქვა მოსაზრება ამ ვალდებულების სამოქმედო გეგმაში ჩანაწერის სახით არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ.

სამივე ვალდებულებასთან დაკავშირებით საბჭოს წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს. როგორც საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, მომდევნო სხდომაზე, რომელიც მიმდინარე კვირაში ჩატარდება, პოზიციების შეჯერება მოხდება.

საბჭომ, ასევე ღია პარლამენტის მე-4 სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებულ პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშისა და კომიტეტების ანგარიშების ახალ ფორმებზე იმსჯელა, რომელიც საბჭომ მოიწონა.

პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშის და კომიტეტების ანგარიშების ახალი ფორმები დასამტკიცებლად პარლამენტის ბიუროს წარედგინება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე ღია პარლამენტის მე-5 სამოქმედო გეგმის (2023-2024წ.წ) პროექტში გაწერილ ვალდებულებებზე იმსჯელეს.

„სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სამ ვალდებულებაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, პოლიტიკური დებატების ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებაზე პარლამენტის ვებგვერდზე, ყოველწლიურ კონფერენციაზე პარლამენტის ღიაობის აქტუალურ საკითხებსა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფაზე.

რაც შეეხება პოლიტიკური დებატების ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების ვალდებულებას პარლამენტის ვებგვერდზე, პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი შესაძლოა, უფრო ფართო კონტექსტში განიხილონ და მხოლოდ პოლიტიკური დებატების ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებით არ შემოფარგლონ.

მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებაზე საუბრისას, მოსაზრება საკანონმდებლო წინადადებების განხილვის პროცედურული ნაწილის დახვეწის შესაძლებლობაზე გამოითქვა.

პარლამენტის ღიაობის აქტუალურ საკითხებზე ყოველწლიური კონფერენციის ჩატარების საკითხზე საუბრისას შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი შინაარსის კონფერენციის გამართვა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა გამოთქვა მოსაზრება ამ ვალდებულების სამოქმედო გეგმაში ჩანაწერის სახით არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ.

სამივე ვალდებულებასთან დაკავშირებით საბჭოს წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს. როგორც საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, მომდევნო სხდომაზე, რომელიც მიმდინარე კვირაში ჩატარდება, პოზიციების შეჯერება მოხდება.

საბჭომ, ასევე ღია პარლამენტის მე-4 სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებულ პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშისა და კომიტეტების ანგარიშების ახალ ფორმებზე იმსჯელა, რომელიც საბჭომ მოიწონა.

პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშის და კომიტეტების ანგარიშების ახალი ფორმები დასამტკიცებლად პარლამენტის ბიუროს წარედგინება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია