ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში დავით სოსლანის „ვეფხისტყაოსნის“ ავტორობაზე იმსჯელეს

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ორშაბათს მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სურატ ჯიჯითის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა - „ვინ არის პოემა „ვეფხისტყაოსნის“ ნამდვილი ავტორი?" ამის შესახებ „რეს“-ი იუწყება.

"სამხრეთ ოსეთის" ჟურნალ Fidiuæg-ის პროზის განყოფილების რედაქტორმა აზიატ ნანიევამ ისაუბრა ავტორის ცხოვრების გზასა და მოღვაწეობაზე, წიგნის შექმნის ისტორიაზე.

„ამ წიგნის წყალობით ზუსტად ვიცით, ვინ არის „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი. მე არ მინახავს უფრო ზუსტი მტკიცებულება”,- თქვა მან.

„ჩემს შემოქმედებაში მინდოდა ხალხისთვის მეთქვა, რომ პოემა „ვეფხისტყაოსანი“ დავით სოსლანმა დაწერა - სოფელ რუსთაუდან“ - აღნიშნა პოეტმა.

"სამხრეთ ოსეთის" სახელმწიფო უნივერსიტეტის ოსური ლიტერატურის ისტორიის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ ჰაცირ პლიევის თქმით, ეს თემა უფრო დეტალურ შესწავლას საჭიროებს.

სააგენტოს ინფორმაციაში ნათქვამია: „პოემის ავტორი, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ქართველი მწერალი შოთა რუსთაველია, სხვისი აზრით ალანური თავადი დავით-სოსლანი“.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება