თაკო ჩარკვიანი - არჩევნებით რუსული ხელისუფლება არ მიდის, ის მიდის ხალხის ზეწოლით - არჩევნებზე მივყვებით, რათა შემდეგ ისევ ვიყვიროთ, რომ არჩევნები გაყალბდა? - საზოგადოება ამას არავის აპატიებს

ადამიანისგან ჩონჩხია დარჩენილი, სხვა რა უნდა დაემართოს? ეს ძალიან დიდი სირცხვილია სახელმწიფოსთვის. რომელ დეესკალაციაზეა საუბარი? - ასე შეაფასა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სასამართლო პროცესზე დისტანციურად თებერვლის შემდეგ პირველად ჩაერთო.

როგორც ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, არჩევნებით „რუსული ხელისუფლება“ არ მიდის, ის მიდის ხალხის ზეწოლით.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებაზე საჭიროა ისეთი ტიპის ზეწოლა, როგორიც 7-8-9 მარტს იყო.

„თავი თვითმკვლელობამდე მიიყვანა? ე.ი. სახელმწიფო უყურებს როგორ იკლავს თავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. შიმშილი აქვს გამოცხადებული და თავს იკლავს?

ადამიანისგან ჩონჩხია დარჩენილი, სხვა რა უნდა დაემართოს? ეს ძალიან დიდი სირცხვილია სახელმწიფოსთვის. რომელ დეესკალაციაზეა საუბარი?

არჩევნებზე რით მივდივართ? საარჩევნო სისტემა ვერ შევცვალეთ. ვეტოს ძლევს და ყოველდღე თავზე გვახევს ოპოზიციას. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც „რუსული კანონის“ დროს გავერთიანდით ოპოზიცია. არჩევნებზე მივყვებით, იმისთვის, რომ შემდეგ ისევ ვიყვიროთ, რომ არჩევნები გაყალბდა? ხალხი ამას არავის აპატიებს და ეს სწორი იქნება.

ამ სისტემით, რაც უკვე იყო და რაშიც უკვე მივიღეთ მონაწილეობა, იმავეთი უნდა შევყვეთ ივანიშვილს?

არჩევნებით რუსული ხელისუფლება არ მიდის ხოლმე, ის მიდის ხალხის ზეწოლით. სიტყვა რევოლუცია თუ ვინმეს არ მოსწონს, აი, იმ ტიპის ზეწოლით, როგორიც იყო 7-8-9 მარტს. ამისთვის საჭიროა გაერთიანება, რომ ჩვენ შემდეგ მშვიდად, რეფორმირებული სისტემით მივიდეთ არჩევნებზე. იგივე სისტემაში მეხუთედ რომ შედიხარ, მერე ხალხის წყრომა გარდაუვალია“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით