სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შპს „სფერო ნიუსის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ორი პირი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შპს „სფერო ნიუსის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ორი პირი ამხილა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის 14 მარტს, „სფერო ნიუსის“ ჟურნალისტი რესპონდენტისგან ინტერვიუს აღებას ცდილობდა, რა დროსაც, აღნიშნული რესპონდენტის შვილებმა ჟურნალისტისთვის კამერის წართმევა სცადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაადგინა, რომ 2023 წლის 14 მარტს, „სფერო ნიუსის“ ჟურნალისტი თ.ყ. თბილისში, გაზაფხულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა და რესპონდენტისგან ინტერვიუს აღებას ცდილობდა.

რეპორტაჟზე მუშაობის დროს, რესპონდენტის შვილებმა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სცადეს. კერძოდ, ბრალდებულები შეეცადნენ ვიდეოკამერის წართმევას, რა დროსაც ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს.

აღნიშნული ქმედებით, დაზარალებულ ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა და დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. აღნიშნულის საფუძველზე, 2023 წლის 23 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნ.კ.-ს და ი.კ-ს ბრალი წარედგინათ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება 12 საქმეზე დაიწყო, ხოლო ბრალდება 8 პირს წარედგინა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება