რატი ბრეგაძე სააკაშვილზე - ეს ადამიანი თავად იწამებს თავს და თუ ვინმე აწამებს, ეს არის მისი პოლიტიკური გარემოცვა - სრულიად უსამართლოა ბრალდება, თითქოს პოლონელ ექიმებს არ უშვებენ

ეს წამება კი არა თვითწამებაა. ეს ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] თავად იწამებს თავს და თუ მას ვინმე აწამებს, ეს არის მისი პოლიტიკური გარემოცვა , - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მისივე გარემოცვის წევრები ვნებენ.

"ისინი შიმშილს უწოდებდნენ გმირობას და პირდაპირ მოუწოდებდნენ, რომ არ გაებედა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა. როგორ შეიძლება შენ დაინტერესებული იყო ადამიანის კარგი ჯანმრთელობით და მას შიმშილობას აიძულებდე. რაც შეეხება წამებას - ეს წამება კი არა თვითწამებაა. ეს ადამიანი თავად იწამებს თავს და თუ მას ვინმე აწამებს, ეს არის მისი პოლიტიკურო გარემოცვა", - განაცხადა ბრეგაძემ.

რაც შეეხება პოლონელი ექიმების მიერ ექსპრეზიდენტის მონახულების საკითხს - როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, უსამართლოა ბრალდება, რომ სააკაშვილთან პოლონელ ექიმებს არ უშვებენ.

მისივე თქმით, სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში მისთვის სასურველი ექიმების ჩართვის შეთავაზება გასული წლის ნოემბერში გააკეთა, თუმცა მისმა ოჯახმა ოფიციალური წერილით სამინისტროს მხოლოდ 4 თვის შემდეგ მიმართა და განაცხადი არასრულფასოვნად იყო წარდგენილი.

"როდესაც ადამიანი არის ცუდად და მას უნდა რომ მასთან რაც შეიძლება სწრაფად შევიდნენ ექიმები, მან და მისმა გარემოცვამ 4 თვის შემდგომ არ უნდა გამოაგზავნოს არასრულფასოვანი წერილი მაშინ, როდესაც მშვენივრად იცის რომ ასე ვერ შევა. სრულიად უსამართლო არის ბრალდება, თითქოსდა პოლონელ ექიმებს არ უშვებენ. ამით სურთ აჟიოტაჟის გამოწვევა და ის, რომ ამ ადამიანის სახელი და გვარი მუდმივად იყოს გაჟღერებული და იყოს აქტუალური",-აღნიშნა მინისტრმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით