ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა - რუსეთს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო და ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის ფედერაციის მიერ სრულად განხორციელების აუცილებლობას, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც ყოველწლიური სესიის შემდეგ მიიღეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აუცილებელია იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

„ხაზს ვუსვამთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობის აუცილებლობას, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების აუცილებლობას“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

ეუთო-ს საპარალმენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან.

„ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ უნდა გაგრძელდეს აქტიური ჩართულობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუციის თანახმად, ეუთო გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, რაც გამოწვეულია იქ მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი თავისუფლებების და ადამიანის უფლებების დარღვევისა და ეთნიკური დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების შედეგად.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით