რომან გოცირიძე - ხელისუფლება უკვე კომიკური გახდა, ხოლო „ის, რაც სასაცილოა, საშიში არ არის“

ბევრჯერ დავაორგანიზებთ აქციებს, როცა იქნება საჭირო, ვერავის შეაშინებენ, შეშინებულები თავად არიან, სამარცხვინოა, რაც პარლამენტთან ხდება - 1 კარავს დღე და ღამ პატრულის 3 ეკიპაჟი დარაჯობს, რის ეშინიათ? - ასე ეხმიანება პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" დეპუტატი, რომან გოცირიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ 5 ივლისის ძალადობას ორგანიზატორები არ ჰყოლია, ხოლო თუ დაბალი სტანდარტით გავყვებით ამ ყველაფერს, მაშინ ვაშაძე და სხვა ლიდერებიც არიან დასაჭერები, რადგან მარტში პარლამენტზე შტურმი ორგანიზებული იყო.

გოცირიძე აცხადებს, რომ ძალადობას არათუ ორგანიზატორები არ ჰყავს, არამედ დამკვეთები ჰყავთ.

გოცირიძის თქმით, დასაჭერია თავად "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა, რომელიც ძალადობას აორგანიზებს.

"ვინ დააორგანიზა 150 000 კაცი, რომელიც იდგა რუსთაველზე? ისტორიული მაქსიმუმი გამოვიდა და არავის დაუორგანიზებია. ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლება ღალატობს ქვეყნის ინტერესებს და აფერხებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესს. არავითარი ორგანიზება არ სჭირდება აქციას და ორგანიზებაც არ არის დანაშაული, ბევრჯერ დავაორგანიზებთ აქციებს, როცა ეს იქნება საჭირო, ვერავის შეაშინებენ, თავად არიან ძალიან შეშინებული. ის რაც პარლამენტთან ახლა ხდება, სამარცხვინოა. ერთი კარავი დგას ორი კვირაა პარლამენტის უკანა შესასვლელთან და იქ დგას პატრულის სამი მანქანა დღე და ღამე და დარაჯობენ ამ კარავს, იმის ნაცვლად, რომ ქალაქში წესრიგის დაცვას ემსახურებოდეს, დღე და ღამე დგანან და კარავში მჯდომ ადამიანს დარაჯობენ, ეს არის შიში. გაურკვეველია, ვისი ეშინიათ, ის კარავი გადმოფრინდება და პარლამენტში შემოფრინდება? დაანებონ თავი ამ მავნებლობას. ნებისმიერ ადამიანს აქვს კონსტიტუციურად გამოხატვის თავისუფლება და სადაც უნდა, იქ გამოთქვამს პროტესტს. ნუ აცდენთ პატრულს, რომ იქ იდგეს უსაქმურად.

მსგავსი მუქარა და სულელური განცხადებები ბევრჯერ მოგვისმენია, "ესაა დასაჭერი, ისაა დასაჭერი" - ვინ ეკითხება პარტიის ხელმძღვანელობას, ვინაა დასაჭერი? დასაჭერი არიან თავად ისინი, მათ შორის "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა, რომელიც თავად აორგანიზებს ძალადობას, ვინ დაისჯება, ამას ჩვენ ვნახავთ. დადგება დრო, როცა ყველა დამნაშავე აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე და ნურც ის ჰგონიათ, რომ შერჩებათ, არავის არაფერი შერჩება. თურმე აქ 150 ათასი კაცი რომ გამოდის, ეს დაორგანიზებული ყოფილა და ძალადობას, რომელსაც წართული ოცნების სახელით სჩადიოდნენ ორგანიზატორები არ ჰყოლიათ! არათუ ორგანიზატორები ჰყავთ, დამკვეთებიც ჰყავთ, შემსრულებლები ვიცით ვინ არიან და არ ისჯებიან, ყველაზე დიდი დამნაშავეები დამკვეთები არიან, რომელსაც ეს მოძალადე ზონდერ ჯგუფები ჰყავთ და განსაკუთრებით აქტიურდებიან საარჩევნო პერიოდში და მაშინ, როცა სხვადასხვა მიზნით ადამიანების დასაშინებლად სჭირდებათ. ვერავის დააშინებენ, რადგან ეს ხელისუფლება უკვე კომიკური გახდა, ხოლო ის რაც სასაცილოა, საშიში არ არის, ამას ჯერ კიდევ ვოლტერი ამბობდა, თუ არ ვცდები", - განაცხადა გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა