„ფორმულაში“ აცხადებენ, რომ მიშა მშვილდაძეზე მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სუს-ის გამომძიებელია

ერთ-ერთი პირი, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობს, სუს-ის გამომძიებელი, გიორგი მუმლაძეა. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა ვახო სანაიამ, დავით ქაშიაშვილმა და ტელეკომპანიის კიდევ-ერთმა დამფუძნებელმა ზუკა გუმბარიძემ გააცნეს.

მათი თქმით, ინფორმაცია უტყუარი მტკიცებულების საფუძველზე აქვთ.

ამასთან, ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა საზოგადოებას წარუდგინეს კადრები, რომელიც მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიას ასახავს.

„ფორმულას“ ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც აღნიშნულ კადრებში ჩანს, თავდასხმის ფიგურანტი, სუს-ის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა. ტელეკომპანიის ცნობით, გიორგი მუმლაძე სუსი-ის უფროსის მოადგილის, ლევან ახობაძის ნათლულია. მათივე თქმით, მშვილდაძეზე მომხდარ თავდასხმას კი, ლევან ახობაძე კურირებდა.

„გიორგი მულაძე მუშაობდა შსს-ში და რამდენიმე თევა, რაც სუსი-ის ქალაქის გამომძიებლად გადაიყვანა მისმა ნათლიამ, ლევან ახობაძემ, რომელიც 2022 წლიდან სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, მოადგილის თანამდებობას იკავებს. გიორგი მუმლაძე, რომელიც მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში მონაწილეობს, ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია [მომხდარის] იმიტომ, რომ, როდესაც მიშა მშვილდაძე დელისიდან გამოდის, მას მიჰყვება, თავდასხმის პროცესს ბოლომდე ესწრება. ყველაზე ბოლოს ის და მისი მეწყვილე ტოვებენ ვაჟა ფშაველას გამზირს. გიორგი მუმლაძე არის გრიგოლ ლილუაშვილის, ლევან ახობაძის ნათლული და მისი ინიციატივით მოხდა მუმლაძის სუს-ში გადაყვანა. ასევე, წყარო გვიდასტურებს, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას კურირებდა თავად ლევან ახობაძე, სწორედ მას ჰყავდა პირად კონტროლზე აყვანილი“, - აცხადებენ ტელეკომპანია ფორმულაში.

ტელევიზიის ინფორმაციით, ასევე მაღალ თანამდებობას იკავებს გიორგი მუმლაძის მამა ზურა მუმლაძე, 2017-18 წლებში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი.

„გიორგი მუმლაძესთან მოძრაობს კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც მუშაობს ლევან ახობაძის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ სამსახურში. სამივე ავტომანქანა, რომელიც თავდასხმაში მონაწილეობს, წყარო გვიდასტურებს, რომ ამ დეპარტამენტს ეკუთვნის“ , - აცხადებენ „ფორმულაში’.

ტელეკომპანიის ცნობით, მიშა მშვილდაძეზე მომხდარი თავდასხმა არის ორგანიზებული, რის გამოც სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ. „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზუკა გუმბერიძე მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოიძიოს, რატომ იყვნენ ჩართულები სამართალდამცველები „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტში, ასევე მან საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსაც მიმართა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება