უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა კონტრშეტევის დაწყების შემდეგ 9 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, 9 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს და უკრაინის კონტროლქვეშ დაახლოებით, 160 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დააბრუნეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსი გრომოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე აქტიური მიმართულებებია მელიტოპოლი და ბერდიანსკი, სადაც უკრაინის ქვედანაყოფები მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში 7.5 კმ-მდე დაწინაურდნენ.

„ზოგადად, თავდაცვის ძალების მიერ შეტევითი ოპერაციის განხორციელების პერიოდში ოპერატიულ ვითარებას მკვეთრი ცვლილება არ განუცდია და ხასიათდება მტრის მცდელობით, მიაღწიოს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს და დაიკავოს ტერიტორიები დონეცკის და ტაურიდას ოპერატიულ რაიონებში. დონეცკისა და ტაურიდის ოპერაციულ რაიონებში შეტევითი ოპერაციის ფარგლებში, ყველაზე აქტიური მიმართულებებია მელიტოპოლი და ბერდიანსკი, სადაც ჩვენი ქვედანაყოფები მტრის თავდაცვის სიღრმეში 7.5 კმ-მდე დაწინაურდნენ“, - განაცხადა გრომოვმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება