კახა კალაძე - მიუხედავად ზეწოლისა, ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, თუ რატომ არ ვუერთდებით სანქციებს - არ მივიღებთ ქვეყნის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას

სანქციებთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ მივიღებთ ქვეყნის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერი მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ მიერ მაიკლ მაკფოლის განცხადების შეფასებას, სადაც აღნიშნულია, რომ მაკფოლის განცხადება არა გადამოწმებულ ფაქტებს, არამედ რადიკალური ოპოზიციის ნარატივს ეფუძნება.

კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მხრიდან სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გაკეთებული რიგი განცხადებები ყოველგვარ კონკრეტიკას და მტკიცებულებებს მოკლებულია.

მისივე თქმით, საქართველოში იმყოფებოდა სანქციების საკითხების შემსწავლელი ტექნიკური ჯგუფი, რომლის დასკვნა აბათილებს სანქციებთან დაკავშირებულ ბრალდებებს.

„ერთი, რაც ცხადია - ძალიან დიდი მოწოდებები და ზეწოლა იყო მეორე ფრონტთან და სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ ზეწოლისა, ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, თუ რატომ არ ვუერთდებით სანქციებს და აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ პირველ რიგში, ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ხალხის ინტერესს და არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება. სანქციების მიზანი უნდა იყოს სხვისი დაზიანება. მგონი, ყველა ვხვდებით, რომ თუ ქართული პროდუქტები არ გავა რუსულ ბაზარზე, ამით ჩვენ რუსულ ეკონომიკას ვერაფერს ვერ ვუზამთ, პირიქით - დავაზიანებთ საკუთარს, დავაზიანებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ჩვენს ეკონომიკას. რატომ უნდა გავაკეთოთ და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება. რაც შეეხება განცხადებებს, რომ საქართველო ხშირად არის გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამის დამადასტურებელი ვერანაირი ფაქტი, ვერანაირი კონკრეტიკა და მაგალითი ვერ იყო მოყვანილი. ჯგუფმა, რომელიც ჩამოსული იყო და სანქციებზე მუშაობს, მადლობა გამოუცხადა საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ისეთს, რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა თვალსაზრისით, გინდ ეკონომიკურად, გინდ პიარულად და ასე შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება