საქართველოში პირველი ევროპული სააფთიაქო ალიანსი შეიქმნა

სააფთიაქო ქსელი „ფარმსახლი“ და „დოიჩე აფთიაქი“ გაერთიანდნენ. სტრატეგიული შეთანხმება კომპანიებს შორის 2023 წლის 30 ივნისს შედგა, რითაც საფუძველი ჩაეყარა პირველი ევროპული სააფთიაქო ალიანსის შექმნას - The European Pharmacy Alliance (EPA).

„ფარმსახლისა“ და ,,დოიჩე აფთიაქის“ ქსელი 60 აფთიაქსა და ექსკლუზიურ ბრენდებს მოიცავს, როგორებიცაა: „L’Occitane“, „Erborian“, „Bionike“, ,,Elemis“, „DR.Haushka“, „Dr.Rimpler“, „FrezyDerm“, ,,Herbacin“, „Crazy Color“, „OSMO“, ,,FIT“, ,,SOS“, „Guard, HydroPhil“, „Dental Dlight“, „Ben&Anna“, „Tello“, „UdoWalz“, „Bilou“ და სხვა. ქართველ მომხმარებელს საშუალება მიეცემა, შეიძინოს გერმანული, იტალიური, ფრანგული, ბერძნული, კორეული და სხვა ქვეყნებში წარმოებული ექსკლუზიური ბრენდები ევროპულ ბაზართან გათანაბრებულ ფასად: „Herbacin“-ის ტანის ლოსიონი 5 ლარიდან, „kappus“-ის დასაბანი ფილა 5 ლარი და.ა.შ აღსანიშნავია, რომ ქსელში წარმოდგენილი იქნება გერმანული პროდუქტების ყველაზე დიდი ასორტიმენტი. წლის ბოლომდე ფარმსახლისა და დოიჩე აფთიაქის მიერ მომხმარებელთათვის შთავაზებული ექსკლუზიური ბრენდების რაოდენობა 50-მდე გაიზრდება. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ,რომ ახალი სააფთიაქო გაერთიანების შექმნა, რომლის კონცეფციაც სრულად ევროპულ სტანდარტზე იქნება დაფუძნებული, მომხმარებლის მხრიდან განსხვავებული მომსახურების მიღების მოთხოვნამ განაპირობა. სააფთიაქო ქსელის გაფართოება, ინოვაციური სერვისების დანერგვა, ახალი ევროპული ბრენდების შემოტანა საქართველოში და ხარისხიან პროდუქტებზე მომხმარებლის ხელმისაწვდომობის გაზრდა კომპანიის პრიორიტეტია.

სტრატეგიული მოლაპარაკებები გაერთიანების შესახებ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და შესაბამისად, საერთო კონცეფციის შექმნაში დაახლოებით 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება კომპანიის ქსელის გაფართოება, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და კადრების დასაქმებას განაპირობებს (უზრუნველყოფს).

თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიური ინოვაციებით გამოირჩევა,ამიტომ ბიზნესის სტრატეგიული განვითარების გეგმებიდან გამომდინარე, „ფარმასახლი“ და „დოიჩე აფთიაქი“ იწყებენ ქსელში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას. სიახლე, რომელსაც მომხმარებელს შესთავაზებენ, უპრეცედენტოა როგორც საქართველოს, ასევე კავკასიის რეგიონის მასშტაბით. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, „სააფთიაქო ქსელის დიჯიტალიზაცია და ინოვაციური სერვისების დანერგვა ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია დარგის განვითარებაში“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევროპული სააფთიაქო ალიანსი ორ სააფთიაქო ქსელს „ფარმსახლსა“ და „დოიჩე აფთიაქს“ აერთიანებს. „ფარმსახლი“ ქართულ ბაზარზე თითქმის 20 წელია ოპერირებს, ხოლო „დოიჩე აფთიაქი“ 3 წელია. ჯამში ორივე კომპანიაში დასაქმებულია 700-მდე თანამშრომელი.

(R)

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება