რომან გოცირიძე - თურმე სუს-მა თავიდან აიცილა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აქტივობა, თუმცა „გვარს არ დავასახელებ და ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეო“, ასე არ ამბობენ, რომ რუსეთია - ასევე, უნდა იყოს ნათქვამი, რომელი თანამდებობის პირის მოკვლას აპირებდნენ

სუს-ის ანგარიშში ძალიან ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერია და ძალიან ჰგავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებებს, - ასე აფასებს პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე სუს-ის ანგარიშს, რომელსაც პარლამენტი ხვალ განიხილავს.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, დოკუმენტში გარე საფრთხეებთან დაკავშირებით ნახსენებია უცხო ქვეყანა და არა რუსეთი.

„არის ერთი ასეთი დებულება, რომ თურმე სუს-მა თავიდან აიცილა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აქტივობა და რომელი ქვეყანაა ეს, არ ასახელებს. თუ რუსეთია, ახსენონ პირდაპირ რუსეთი, მაგრამ რუსეთს არ ჰგავს, რადგან თურმე მერე სუს-მა აიცილა ამ რომელიღაც უცხო ქვეყნის ინტერვენცია ანუ შემოჭრა საქართველოში. რომ იტყვიან - „გვარს არ დავასახელებ და ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეო“, ასე არ ასახელებენ რომ რუსეთია, მაგრამ მერე თურმე სუს-მა აიცილა „მეორე ფრონტის“ გახსნა - ეს სიტყვა არაა გამოყენებული, მაგრამ ასე იკითხება. „ქართული ოცნების“ ლიდერების პოლიტიკური განცხადებების გამეორებაა. ანგარიშის მოსმენისას გამოვკითხავ დაწვრილებით, რა იგულისხმება ამაში, ვინ აპირებდა პროვოკაციას და ვინ აპირებდა საქართველოში შემოჭრას. სადაც საკითხი ეხება რუსეთს, ირიბად არის ნათქვამი და არ არის ნახსენები, ვინ და რა იგულისხმება.

რაც შეეხება სახელმწიფო თანამდებობის პირის მოსალოდნელ ლიკვიდაციას, ნათლად უნდა იყოს ნათქვამი, ვინ არის ეს პირი, დაუნიშნეს თუ არა დაცვა, რატომ, რა მოტივით, შიდა არეულობის მოწყობა უნდოდათ, თუ ამ პირის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდათ და ბოლოს და ბოლოს ვინ არის, ვინც მოკვლას აპირებდნენ. აგერ, „მეორე ფრონტის“ გახსნა უნდაო ევროპას და ამერიკას და ამიტომ შესაძლებელია ორაზროვნად იქნას წაკითხული, ბუნებრივია, აქ უნდა იგულისხმებოდეს რუსეთი, თუ სხვას არ გულისხმობენ,“ - განაცხადა გოცირიძემ.

სუს-ის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა.

დოკუმენტს პარლამენტის სამი კომიტეტი - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივი სხდომაზე 7 ივლისს განიხილავს. არსებული ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელს ანგარიშით რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმენენ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით