ეროვნულ ბიბლიოთეკაში „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით დამწერლობის მუზეუმი გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პირველად საქართველოში, ქართული დამწერლობის მუზეუმი გაიხსნება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს. უწყების თანახმად, ამ უპრეცედენტო პროექტის განხორციელება „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. 6 ივლისს ამ პროექტთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკასა და „საქართველოს ბანკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„ისტორიული დღე! საქართველოს მალე ქართული დამწერლობის მუზეუმი ექნება! ეროვნული ბიბლიოთეკის საუკუნის პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკი“ გახდა”, - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ქართული დამწერლობა მსოფლიოში არსებულ 14 დამწერლობას შორის ერთ-ერთია. ქართულ ენაზე ხელნაწერების და შემდეგ უკვე, ბეჭდური გამოცემების შექმნის ისტორია საუკუნეებს ითვლის. ეროვნული ბიბლიოთეკის დამწერლობის მუზეუმში, ეს ისტორია ციფრულად იქნება მოყოლილი. „საქართველოს ბანკი“ კი, დამწერლობის მუზეუმის ტექნიკურად აღჭურავს უზრუნველყოფს.

„ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში დამწერლობის მუზეუმისთვის გამოყოფილ სპეციალურ სივრცეში, რომლის რესტავრაცია ამჟამადაც მიმდინარეობს, ციფრული ინსტალაციები განთავსდება, რომლებიც ქართული დამწერლობის ისტორიას ასახავენ - წარმოდგენილი იქნება ასომთავრული, ნუსხა ხუცური და მხედრული დამწერლობის ნიმუშები, ასევე ქართული შრიფტების განვითარების ეტაპები. მუზეუმის სივრცეში, ასევე განთავსდება ციფრული ინსტალაციები, რომლებიც მსოფლიო დამწერლობის ისტორიას გაგვაცნობენ.

ამ ამბიციური და უაღრესად საინტერესო პროექტის განხორციელების შედეგად მოწყობილი სივრცე, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და შთამბეჭდავი ადგილი გახდება“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ამბიციური, მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებას შევუწყოთ ხელი. გვჯერა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად შექმნილ ამ სივრცეს, ბევრი დამთვალიერებელი ეყოლება და ის, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და შთამბეჭდავი ადგილი გახდება. საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აგრძელებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა ანა ლომთაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება