ფოთის და ხობის მიტროპოლიტი მეუფე შიოზე - ნუ ავყვებით ჭორებს და ზღაპრებს, ძალიან გთხოვთ! - შინაგანი სულიერი სიმშვიდე შევინარჩუნოთ

შინაგანი სულიერი სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არ ავყვეთ არავითარ ჭორებს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რითაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ანონიმური წყაროდან გავრცელებული ინფორმაცია ზღაპარია.

„ჩვენ არ გვირეკავს არავინ, არ გვახსენებს მისი მდგომარეობა როგორ არის. ყველა ადამიანს ყოველთვის ექმნება პრობლემები. რაც ტელევიზიებიდან გვესმის, რაღაც უცნაური ამბავია, ვარაუდების დონეზე რომ ვისაუბროთ, ჭორაობა გამოდის. რაც არ ვიცი იმაზე შეფასებები როგორ უნდა გავაკეთო?! ნუ ავყვებით ჭორებს და ზღაპრებს ძალიან გთხოვთ! ყოველი ასეთი დაუსაბუთებელი, ანონიმური წყაროდან გაგებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ზღაპარია და ჭორის სახეს იღებს. ამაზე ლაპარაკი არ ღირს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მეუფე შიოს ჯანმრთელობას ვუსურვებთ და ყველა ადამიანს, სასულიერო პირს, სინოდის წევრებს, კათოლიკოს პატრიარქს. თუ ვინმეს ბოროტი აზრი აქვს გონებაში, პირველ რიგში, თავის თავს აყენებს ზიანს და არა სხვას. მეტი შინაგანი სულიერი სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ ავყვეთ არავითარ ჭორებს”, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

შეგახსენებთ, რომ ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.

გავრცელებულ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო. როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“. მისივე თქმით, საჭიროა საკითხი შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით