ლანა გალდავა - სახელმწიფო სპეცწოდებები, რომელსაც  სამხედრო დაზვერვაში, გენერალურ ინსპექციაში და სამხედრო პოლიციაში ტოვებენ, ეს არის სუს-ი თავდაცვის უწყებაში და ნატო-ს სტანდარტი არაა

სახელმწიფო სპეცწოდებები, რომელსაც ტოვებენ სამხედრო დაზვერვაში, გენერალურ ინსპექციაში და სამხედრო პოლიციაში, ეს არის სუს-ი თავდაცვის უწყებაში, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ლანა გალდავამ „თავდაცვის კოდექსზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც გალდავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, კოდექსი ეწინააღმდეგება სამშობლოს დაცვის ღირსეულ ვალდებულებას და აღნიშნული ფორმით მიღებული არ უნდა იყოს.

„ჩვენთვის, „ლელოს“ წარმომადგენლებისთვის, სამშობლოს დაცვის კონსტიტუციური ვალდებულება არის ძალიან მაღალი ღირებულება. როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20%-ი ოკუპირებულია „თავდაცვის კოდექსს“ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტი არ შეიძლება ნახევარ ფაბრიკატის სახით იყოს წარმოდგენილი და ეს ნამდვილად ასე არის. ადამიანი თუ ჯარისკაცად დაბადებული არ არის, მას ჯარისკაცად ვერ გახდი. მაგრამ ომის დროს მას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა, ოჯახის დაცვა და ხელი არ უნდა შეუშალოს პროფესიონალ სამხედროს“, - განაცხადა გალდავამ.

მისი შეფასებით, „თავდაცვის კოდექსში“ დაკნინებულია თავდაცვის ძალები.

„რამდენიმე მუხლი ეთმობა იმ ხალხს, რომლებმაც უნდა დაიცვან სამშობლო. ამ დროს ცალკე თავი, 37 თუ 35 მუხლი ეთმობა სამხედრო პოლიციას. ასევე სახელმწიფო სპეცწოდებები, რომელსაც ტოვებენ სამხედრო დაზვერვაში, გენერალურ ინსპექციაში და სამხედრო პოლიციაში, ეს არის სუსი თავდაცვის უწყებაში. მეტი რა დატვირთვა აქვს? ეს არ არის ნატო-ს სტანდარტი.

ყველაზე დადებითი, რაც აქვს „თავდაცვის კოდექსს“ არის ის, რომ ჯარის მოხდა ხდება უშუალოდ თავდაცვის სისტემაში. ყველაზე კარგი ინიციატივა, რაც აქვს პროექტს ეს გადაწეულია 2025 წლის 1 იანვარს და რაც არის ყველაზე რეპრესიული გადმოტანილია მიღებისთანავე ასამოქმედებლად“, - განაცხადა გალდავამ.

მისივე თქმით, უმრავლესობა შეარჩევს ყველაზე ცხელ დღეს და იმ პერიოდში გამოიტანს „თავდაცვის კოდექსს“ და ნაკლები აჟიოტაჟით პროექტს საბოლოოდ მიიღებს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება