“აზოვის” მეთაური - ბრძოლას გავაგრძელებთ, აუცილებლად ისევ ვიტყვით ჩვენს სიტყვას ბრძოლაში

„აზოვის” პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადებით, თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნების შემდეგ „აზოვსტალის“ გათავისუფლებული ხუთივე მეთაური ყველაფერს გააკეთებს ომის დასასრულებლად.

კითხვაზე, გეგმავენ თუ არა გმირები ფრონტზე დაბრუნებას, პროკოპენკომ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ამისათვის დავბრუნდით უკრაინაში, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი".

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არმია გუნდური მუშაობაა და დღეიდან თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, აუცილებლად ისევ ვიტყვით ჩვენს სიტყვას ბრძოლაში. დღევანდელი დღისთვის მთავარია, რომ უკრაინის არმიამ ფრონტის ხაზზე სტრატეგიული ინიციატივა ჩაიგდო ხელში, ყოველდღე წინ მივდივართ, ვანადგურებთ მტერს, ვათავისუფლებთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და ომი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს“, - განაცხადა “აზოვის” მეთაურმა.

შეგახსენებთ, გუშინ თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნდნენ ის მეთაურები, რომლებიც მარიუპოლში „აზოვსტალის“ დაცვას ხელმძღვანელობდნენ. თურქეთში ისინი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ იმყოფებოდნენ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით