გიორგი ბარამიძე - პუტინი არის საქართველოს მტერი - მისი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია იმ მიმართულებით, რასაც საქართველოს მტრობა, ოკუპაცია და ანექსია ჰქვია

პუტინი არის საქართველოს მტერი. ეს აქამდეც ძალიან კარგად ვიცოდით ყველა ნორმალურმა ქართველმა და ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმ მიმართულებით, რასაც საქართველოს მტრობა, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და ანექსია ჰქვია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რითაც "ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ" კანონზე პუტინის ხელმოწერას გამოეხმაურა.

„ვიცით, რომ ამას პუტინისტური, მოღალატეობრივი რეჟიმი არანაირად არ გაითვალისწინებს, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად უკან დაუბრუნდება პუტინს და საქართველოს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული, რადგანაც საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, რომლის მთლიანობა და სუვერენიტეტი არის აღიარებული მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკის შორის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ“ კანონს მოაწერა ხელი.

შეთანხმება „არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე, მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას“ ითვალისწინებს. ამავე კანონით გათვალისწინებულია შემდეგი: პირს, რომელიც 2008 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით, აფხაზეთის მოქალაქეობას ფლობდა და ის დღემდე შეინარჩუნა, რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივებული წესით შეეძლება. ასევე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები მუდმივი ბინადრობის მიხედვით ყველა სოციალური უფლებით ისარგებლებენ და მათ ამ მხარის სამხედრო სამსახურში გაწვევის წესიც შეეხებათ.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა