რუსეთში აცხადებენ, რომ თურქეთი თანდათან არამეგობრული ქვეყანა ხდება

თურქეთი, მთელი რიგი პროვოკაციული გადაწყვეტილებების შემდეგ, თანდათან არამეგობრული ქვეყანა ხდება, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა ვიქტორ ბონდარევმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„სამწუხაროდ, ბოლო კვირების მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ თურქეთი თანდათან და სტაბილურად აგრძელებს ნეიტრალური ქვეყნიდან არამეგობარ ქვეყნად გადაქცევას“, - აღნიშნა ბონდარევმა.

მისი თქმით, თურქეთმა შეთანხმების დარღვევით გაათავისუფლა „აზოვის“ მეთაურები და ასევე, მხარს უჭერს ნატო-ში უკრაინის დაჩქარებული წესით მიღებას.

„თურქეთის ხელისუფლებამ კიევს გადასცა „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერები, რომლებიც, ფაქტობრივად, თურქეთში შინაპატიმრობაში უნდა ყოფილიყვნენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე (ეს იყო შეთანხმების ქვაკუთხედი) - თურქეთმა შეგნებულად უგულებელყო ეს, გარდა ამისა, იგი მხარს უჭერს უკრაინის დაჩქარებულ მიღებას ნატო-ში და უკრაინაში დრონების ქარხნის მშენებლობას“, - განაცხადა ბონდარევმა.

მისი მტკიცებით, თურქეთის მიერ ასეთი ნაბიჯების გადადგმის საფუძველი ალიანსის მხრიდან ზეწოლა იყო.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება