ირაკლი კობახიძე - ბაჩიაშვილის ადვოკატი ცდილობს საქმის პოლიტიზებას, რაც არასწორია, საქმე უკავშირდება სავარაუდოდ დანაშაულს და სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული

ბაჩიაშვილის საქმე უკავშირდება სავარაუდოდ დანაშაულს და უნდა იყოს განხილული სამართლებრივ ჭრილში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ცდილობს ამ საქმის პოლიტიზებას, ეს არასწორია.

„ამ თემას ვერ ჩავუღრმავდები. ხედავთ, რომ ადვოკატი იქითა მხარეს ცდილობს ამ საკითხის პოლიტიზებას, აქედან გამომდინარე, მიზანი ჩანს, რაც არის არასწორი. ეს არის კონკრეტული საქმე, რომელიც უკავშირდება სავარაუდოდ, დანაშაულს და ეს საქმე უნდა იყოს განხილული სამართლებრივ ჭრილში. როდესაც ბაჩიაშვილის ადვოკატი ცდილობს ამ საქმის პოლიტიზებას, ეს არის არასწორი. ჩვენ ამაში ჩვენს წვლილს ვერ შევიტანთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს