ბორჯომში „ათონელობა 2023“ აღნიშნეს

ბორჯომში „ათონელობა 2023“ აღნიშნეს

ბორჯომში „ათონელობა 2023“ აღნიშნეს. სოფელ ტაძრისში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ოთარ არბოლიშვილი, მოადგილე, გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნიკოლოზ კიკნაძე და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.

„ღონისძიება სპორტული აქტივობებით გაიხსნა. სპორტის მოყვარულები ერთმანეთს მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობაში და დოღში შეეჯიბრნენ. პირველი ადგილის მფლობელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისგან ,,მეგატექნიკის" ვაუჩერი გადაეცათ. გამარჯვებულები მედლებითა და სიგელით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

„ათონელობის“ აღნიშვნა კულტურული ღონისძიებით გაგრძელდა. ღონისძიებაში მონაწილეობა კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა და სახალხო მთქმელებმა მიიღეს. ასევე, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

„ათონელობა“ მასშტაბურად, პირველად 2018 წელს აღინიშნა. მისი ინიციატორი სოფელ ტაძრისის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი, ვიოლეტა ბალახაშვილი და ადგილობრივები იყვნენ. ამ დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად დამკვიდრდა.

გიორგი ათონელი მე-11 საუკუნეში ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, ეროვნული კულტურის მოამაგე, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ. მან სასულიერო ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები სწორედ სოფელ ტაძრისში გადადგა, სადაც ის დასთან, თეკლასთან ერთად მიეყვანათ და ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით განთქმული წინამძღვრისთვის წმინდა საბიანესთვის ჩაუბარებიათ“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით