თეონა აქუბარდია - „თავდაცვის კოდექსს“ მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს - „ქართული ოცნების“ „ცისფერი მთების“ ამბავია

მიმაჩნია, რომ კანონს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „თავდაცვის კოდექსს“.

როგორც ის განმარტავს, კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან, მასში „ნატო-ს და დასავლური პრინციპის წინააღმდეგ არის ყველაფერი ჩაწერილი“.

„თავდაცვის კოდექსი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის უნდა იყოს გამიზნული და არა „გირჩთან“ დაპირისპირების იარაღად წარმოჩენილი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. მე, როგორც თავდაცვის სფეროს სპეციალისტი, ამ ინტერესიდან გამომდინარე ვარ ამ პროცესში ჩართული, არც არავის ვეხმარები და არც არავის წინააღმდეგ არ ვარ, მიმაჩნია, რომ კანონს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს. ერთია, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა, რომელიც თავდაცვის საბჭოს ნაწილში პრეზიდენტთან არის, მოგეხსენებათ, საომარი მდგომარეობის დროს, ორი სათათბირო საბჭო გვექნება, ესეც „ქართული ოცნების“ ორი სათაურის ამბავია - „ცისფერი მთების“, რასაც თავის დროზე ვეუბნებოდი კონსტიტუციის ავტორს, ირაკლი კობახიძეს, ამას ნუ იზამდა და ახლა გადაწყვიტეს, რომ მართალი ვყოფილვარ და თავდაცვის საბჭოს მოწვევის უფლებას პრეზიდენტს ართმევენ იმით, რომ კანონში პრემიერის თანხმობა ჩაწერეს. ამ კოდექსს მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს ჯარისკაცის უფლებების ნაწილში, რაც ჩემთვის პრინციპულია. კანონით, 37 000 სამხედრო მოსამსახურე გვყავს, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო კონტრაქტს დაარღვევს თავდაცვის სამინისტროსთან, 1 500-ლარიდან, 28 000-ლარამდე ჯარიმაა გათვალისწინებული. თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, აღარ მიმართოს სასამართლოს, 1450 სარჩელია სასამართლოში, თავდაცვის სამინისტრო სამხედროებს უჩივის კონტრაქტის დარღვევის გამო და ჩაწერეს, რომ იძულებითი აღსრულება მოხდება ამ თანხის ამოღების მიზნით. თუ სამხედრო სასამართლოს მიმართავს, ის ამ იძულებით აღსრულებას არ აჩერებს.

ბევრი პრობლემა აქვს კანონს, მათ შორის, სპეცწოდებების, ნატო-ს არც ერთ წევრ ქვეყანაში, ის სპეც. წოდება, რომელიც საბჭოთა გადმონაშთია, თავდაცვის სამინისტროში არ არის, არიან ან სამხედროები, ან სამოქალაქოები. ამათმა დატოვეს... ნატო-ს და დასავლური პრინციპის წინააღმდეგ, ყველაფერი ჩაწერეს კანონში, რის გამოც, მე ამ კანონს მხარს ფიზიკურად ვერ დავუჭერ“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით