„თიბისი“ დაზღვევა HR hub 2023-ის მთავარი წარმდგენია

HR hub-ის ორგანიზებით, 14 ივლისს წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2023 გაიმართება. ღონისძიების მთავარი წარმდგენი „თიბისი“ დაზღვევაა.

„თიბისის“ ინფორმაციით, HR ბიზნეს სამიტი უკვე 6 წელია ტარდება, წელს კი ძირითადი თემა გუნდურობა იქნება.

„სპიკერები განიხილავენ, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდურობა, როგორც ინდივიდუალური თანამშრომლისთვის, ისე მთლიანად კომპანიისთვის, რა მიზნებამდე შეიძლება მიგვიყვანოს გუნდურმა სულისკვეთებამ, როგორ ჩამოვაყალიბოთ „თიმი“ სწორედ და ამ თემის გარშემოა დაგეგმილი დღის მთავარი აქტივობებიც.

ღონისძიება „ვორქშოპებით“ დაიწყება, შემდეგ კი მთავარ სცენაზე სპიკერები ისაუბრებენ. სამიტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად აარჩიონ სასურველი თემა, ფასილიტატორი ონლაინ ხმის მიცემით. ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი სურვილისამებრ გადაწყვიტონ, რომელ „ვორქშოპსა“, თუ „ნეთვორქინგ“ აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას.

„თიბისი“ დაზღვევის ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსი, თეა მახარაძე წარდგება თემით “ალმოდებული ლამბორგინი”, რომელიც გუნდში ინდივიდის მნიშვნელობას ეხება. „თიბისი“ დაზღვევა რამდენიმე წელია HR სამიტის მონაწილეა. კომპანიის მთავარი მიზანი ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, რისი ხელშესახები მაგალითიც მათი ჯანმრთელობის დაზღვევაა: გამარტივებული სამედიცინო სერვისები, ციფრული მომსახურება და სწრაფი ანაზღაურება“, - ნათქვამია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით