გურამ  მაჭარაშვილი - თუ ბაიდენის პოზიცია გაინტერესებთ, მან თქვა, რომ უკრაინა ნატოში ჩვეულებრივ იქნება მიღებული, როგორც ნატოს სხვა წევრი ქვეყნები, ყოველგვარი შეღავათების გარეშე - ეს არის, რაც მანდ ორი კვირის წინ თქვა

თუ ბაიდენის პოზიცია გაინტერესებთ, მან უკრაინასთან მიმართებაში თქვა, რომ უკრაინა ნატოში ჩვეულებრივ იქნება მიღებული, როგორც ნატოს სხვა წევრი ქვეყნები, ყოველგვარი შეღავათების გარეშე - ეს არის, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ორი კვირის წინ თქვა, - ეს განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მისივე შეფასებით, საქართველოს უახლესი ისტორია ნატოსთან მიმართებაში არის ისეთი, რაც არც ერთ არანატოს წევრ ქვეყანას არა აქვს.

„ნატოს კომუნიკეში ჩაიწერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, რუსეთის ფედერაციას ისევ მოუწოდეს, რომ საქართველოდან ჯარები გაიყვანოს. ნატომ საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა... ასევე არის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. იქ ცოტა ვრცელი ტექსტია და ამის მიზეზები გასაგებია, რადგან სამწუხაროდ, უკრაინაში ომი მიდის, თუმცა თარიღები თუ როდის უნდა მიიღონ საქართველო ან უკრაინა ისევ არ არის დასახელებული. ამიტომ სპეკულაციებს ყველამ თავი დაანებოს - ჩავხედოთ დოკუმენტს და გეოპოლიტიკურ ვითარებას გადავხედეთ. რეალობა არის ის, რომ ნატოს სტანდარტების მიხედვით, ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ ამისთვის, მაგრამ გადაწყვეტილება დამოკიდებულია ნატოზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს გურამ მაჭარაშვილმა.

ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში ჩაიწერა, რომ “უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა წევრობისთვის სამოქმედო გეგმის (MAP) საჭიროებას“. კომუნიკეში ნათქვამია, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია. კომუნიკეს თანახმად, საქართველოსთვის ნატო-ში გასაწევრიანებლად MAP-ის საჭიროება ძალაში რჩება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?