წყალმომარაგების კომპანია - ფოთსა და სენაკში წყალმომარაგების აღდგენისთვის საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ფოთსა და სენაკში წყალმომარაგების აღდგენისთვის საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე მობილიზებულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ბრიგადები და ექსპლუატაციის სამსახური, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს ასრულებენ.

სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია აგრეთვე მძიმე ტექნიკა და სპეცტექნიკა.

„უკვე ჩატარებული სამუშაობის შედეგად, ქალაქ ფოთის მოსახლეობა წყალს, შესაბამისი გრაფიკით, დღის ბოლოს მიიღებს. პარალელურად გრძელდება ქალაქ სენაკის ცენტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები, თუმცა მუშაობის პროცესს არსებული წყლის დონე ართულებს.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგების აღსადგენად ფიზიკური სამუშაოები აქტიურად, 24 -საათიან რეჟიმში გაგრძელდება.

სამეგრელოს რეგიონში სტიქიის ადგილას იმყოფებიან და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და მოადგილე ირაკლი ნაფეტვარიძე“, - ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად, ადიდებულმა მდინარე ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფრასტრუქტურა დააზიანა. რის შედეგადაც, სენაკისა და ფოთის 32 000-ზე მეტ აბონენტს წყალმომარაგება ამ დრომდე შეზღუდული აქვთ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება