ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰიდეკი იშიძუკას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თანახმად, შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე დაესწრო.

„მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.

ლაშა ხუციშვილმა იაპონელ დიპლომატს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კვლავ წარმატებით გაგრძელდება.

მრავალი წელია იაპონიის მთავრობა ქვეყანას ეხმარება, როგორც შეღავათიანი სასესხო ინსტრუმენტებით, ისე არასაპროექტო გრანტებისა და ცოდნის გაზიარების მიმართულებით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?