ვლადიმერ პუტინი - უცხოური ტანკები საბჭოთა მანქანებზე უკეთესადაც კი იწვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, კიევისთვის რაკეტების და ტანკების მიწოდებაზე საუბრისას, „რასია 24“-ის ეთერში განაცხადა, რომ ისინი ზიანს აყენებენ, მაგრამ საბრძოლო ზონაში მათ გამო კრიტიკული არაფერი ხდება.

„რაც შეეხება სხვადასხვა სახეობის იარაღის მიწოდებას, ჩვენ ვნახეთ, რამხელა იმედები დაამყარეს საკმარისად დიდი დიაპაზონის რაკეტების მიწოდებაზე. დიახ, ისინი ზიანს აყენებენ, მაგრამ საბრძოლო ზონაში რაკეტების გამოყენებისას, კრიტიკული არაფერი ხდება. ასევეა უცხოური წარმოების ტანკებზე, ქვეით საბრძოლო მანქანებზე“, - განაცხადა პუტინმა.

მანვე აღნიშნა, რომ „გუშინ საღამოს მდგომარეობით, მხოლოდ 4 ივნისის შემდეგ განადგურდა 311 ტანკი, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, მინიმუმ, მესამედი, დასავლური წარმოების, მათ შორის „ლეოპარდები“.

პუტინის თქმით, უცხოური ტანკები საბჭოთა წარმოების მანქანებზე უკეთ იწვის.

„ისინი იწვის ისევე, როგორც ყველა. უკეთესადაც კი, ვიდრე დანარჩენი საბჭოთა წარმოების T-72-ები“ - თქვა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება