პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთს რომ მოსთხოვონ, გაიყვანოს ჯარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მეშინია, რომ საქართველო იტყვის: „ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ, დაგვანებეთ თავი“ - ვუშვებ, რომ „ქართული ოცნება“ ამის გამკეთებელია და ეს იქნება კატასტროფა

აშკარად ჩანს, რომ ნატო დარწმუნდა, საქართველო არ ისწრაფვის ნატო-სკენ და თუ არ ისწრაფვის, ძალით ვერ შეგვათრევენ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ნატო-ს სამიტზე საუბრისას განაცხადა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ნატოს ვილნიუსის სამიტზე საქართველო უკრაინის ჯგუფიდან ჩახსნეს.

„არსებითია ის, რომ უკრაინა წინ წავიდა და ჩაგვხსნეს უკრაინის ჯგუფიდან. 2016 წლისთვის საქართველო ნამდვილად ლიდერი იყო და იყო ლოკომოტივი, საქართველო იყო წამყვანი და უკრაინა მიყვებოდა, როგორც ევროკავშირში, ისე ნატო-ში, საქართველო იყო ლიდერი სახელმწიფო. ეს არის სამწუხარო დღეს, რომ ჩაგვხსნეს ლოკომოტივიდან. აშკარად ჩანს, რომ ნატო დარწმუნდა, საქართველო არ ისწრაფვის ნატო-სკენ და თუ არ ისწრაფვის, ძალით ვერ შეგვათრევენ. ჩვენ გვითხრეს, რომ კარები ღიაა, მაგრამ კარები ღია ერთია და კარებში უნდა შეხვიდე, ჩვენ არ მივდივართ ამ კარებისკენ. აშკარად ჩანს, საქართველო ფეხს ითრევს, მხოლოდ განცხადებებს აკეთებს, ის უკვე აღარ არის ისე მონდომებული, როგორც იყო ადრე“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება იმ დონეს, რითაც საქართველო სამიტზე იყო წარმოდგენილი, როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ნატო-ს სამიტზე „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი არ გაუშვა. მისივე თქმით, პრეზიდენტის ჩასვლა ფორმალობა იქნებოდა, მაინც იგივე რეზოლუციას მიიღებდნენ, მაგრამ არ ჩასვლით სურათი გაფუჭდა.

„საგარეო საქმეთა მინისტრი საკმაოდ მაღალი რანგია, როცა იქ არიან წარმოდგენილი საგარეო საქმეთა მინისტრები, მაგრამ პირველი პირები იყვნენ, ბაიდენი იყო იქ ჩასული, იქ იყო ყველა პირველი პირი. ზელენსკი ჩავიდა, როცა ომი აქვს. მას შეეძლო თავდაცვის მინისტრი გაეგზავნა და საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ დროს ჩადიხარ შენ, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, როცა პრეზიდენტი გყავს, რომელიც მზადაა, რომ ჩავიდეს. კი ბატონო, პრემიერ-მინისტრმა რაღაცები თქვა არასწორად, ვითომ ნატო-ს გამო დაისაჯა უკრაინა, რაც სრული სიცრუე იყო, მან დაამცირა ნატო ამით, მაგრამ პრეზიდენტი მზად არის, პრეზიდენტი წავიდოდა იქ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა მისთვის ეს წასვლა. პრეზიდენტის ჩასვლა არაფერს შეცვლიდა, მაგრამ დარჩიაშვილის ჩასვლამ შეცვალა. პრეზიდენტის ჩასვლით არაფერი განსაკუთრებული არ მოხდებოდა, მაგრამ, რომ არ ჩავიდა პრეზიდენტი, ამით მოხდა განსაკუთრებულობა. პოლიტიკაში ეს მოსულა - თუ გინდა, რომ რაღაც არ გააფუჭო, რაღაც ნაბიჯი გადადგი და არაფერი გაფუჭდება, მაგრამ თუ შენ გინდა რაღაცის გაფუჭება, ნაბიჯი არ უნდა გადადგა. ჩვენებმა არ გადადგეს ნაბიჯი და არ გაუშვეს პრეზიდენტი. იქნებოდა ძალიან კარგი სურათი, ხელს ჩამოართმევდა, ფორმალობა იქნებოდა, მაინც ეს რეზოლუცია იქნებოდა, მაგრამ არ ჩასვლით გაფუჭდა სურათი“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მას ეშინია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველო დასუსტებული რუსეთისკენ დარჩება.

„მე ყველაზე უარესის მოლოდინებიც მაქვს. უკრაინა წარმატებას მიაღწევს, რუსეთი აშკარად შესუსტდება, შეიძლება პუტინის რეჟიმიც შესუსტდეს, მაგრამ საქართველო მაინც ჩამოკიდებული იყოს იმ რუსეთზე, რომელიც იმ დროისთვის იქნება. ისე შეიძლება შესუსტდეს რუსეთი, რომ მოსთხოვონ, გაიყვანოს ჯარი ყველა იმ ტერიტორიიდან, სადაც უკანონოდაა: მოლდოვიდან, უკრაინიდან, საქართველოდან და მეშინია, რომ საქართველომ თქვას, „ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ ურთიერთობას, დაგვანებეთ თავი“. თუ ეს მოხდა, ეს იქნება კატასტროფა. მე ვუშვებ, რომ დღევანდელი „ქართული ოცნება“ ამის გამკეთებელია“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება