ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მაინც არა ვიღაცის ინტერესების, არამედ ქვეყნის ინტერესების კარნახით იმოქმედებს

იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მაინც არა ვიღაცის ინტერესების კარნახით, არამედ ქვეყნის ინტერესების კარნახით იმოქმედებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უკრაინის რადაში სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დაინიცირებული პროექტის კომენტირებისას.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - შეიძლება თუ არა ამ ზეწოლას ვერ გაუძლოს პრეზიდენტმა და გავლენის ქვეშ მოექცეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ კოორდინაციაში იგივე ადამიანები არიან ჩართული, ვინც საქართველოში ლამობდა მეორე ფრონტს.

„აქ ჩანს კოორდინაცია და კოორდინაციას აქვს ერთადერთი მიზანი - ეს არის პოლარიზაცია, არეულობა, საბოლოო ჯამში მეორე ფრონტი. თუ დააკვირდებით, ზუსტად იგივე ადამიანები არიან ყველგან ჩართული ამ კოორდინაციაში, ვინც საქართველოში ლამობდა მეორე ფრონტს. მათ შორის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოგვიწოდებდნენ პირდაპირ მეორე ფრონტისკენ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს, თუ რა არის ამ ყველაფრის მიზანი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც, ის მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არის საბოლოო ჯამში ქვეყნის ინტერესებში, არა ვიღაცის ინტერესების კარნახით იმოქმედებს, არამედ იმოქმედებს ქვეყნის ინტერესების კარნახით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით