„ქართული კუთხეების ფესტივალი“ „წისქვილის“ ეზოში გურიის დღეებით გაგრძელდება

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ წისქვილის ეზოში გურიის დღეებით გაგრძელდება. გურიის წარმომადგენლები თავიანთ კუთხეს სტუმრებს 15 და 16 ივლისს წარუდგენენ.

წისქვილის ეზოში დამსწრე საზოგადოებისთვის ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნიმუშებს ანსამბლები „სახიობა“, „ლაზიერი“ და „სამება“ შეასრულებენ.

სტუმრები დააგემოვნებენ გამორჩეულ გურულ კერძებს და შეფ-მზარეულებთან ერთად მათ მომზადებასაც ისწავლიან. ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა წისქვილი ეზოში მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაზე დაათვალიერონ და შეიძინონ გურიიდან ჩამოტანილი და ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია. ბავშვებს კი დახვდებათ სპეციალური სივრცე, სადაც შეძლებენ თავი მრავალფეროვანი გასართობითა და აქტივობებით შეიქციონ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული კუთხეების ფესტივალი“ „წისქვილი ჯგუფის“ ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ქართული კულტურისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას ისახავს. ფესტივალი სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თბილისიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ფარგლებში, წისქვილმა უკვე უმასპინძლა იმერეთს, სვანეთს, კახეთს, სამეგრელოსა და რაჭას. გურიის შემდეგ კი, ივლისის ბოლო შაბათ-კვირას სტუმრების წინაშე აჭარა წარდგება.

გაითვალისწინეთ, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. მეტი დეტალის სანახავად ესტუმრეთ „წისქვილის“ ფეისბუქ გვერდს ან გადადით ღონისძიების ბმულზე.

ინფორმაციას "წისქვილი ჯგუფი" ავრცელებს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება