ირაკლი კობახიძე უკრაინის რადას მხრიდან სალომე ზურაბიშვილისადმი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოწოდებაზე  - ეს არის საქართველოს საქმეში არასწორი მიმართულებით ჩარევის მცდელობა, რაც ჩვენთვის ეს მიუღებელია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის რადას მხრიდან სალომე ზურაბიშვილისადმი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოწოდებას „საქართველოს საქმეში არასწორი მიმართულებით ჩარევის მცდელობას“ უწოდებს.

როგორც კობახიძემ განმარტა, აღნიშნული მცდელობა საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია.

„სამწუხაროდ, აქაც ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის საქმეში არასწორი მიმართულებით ჩარევის მცდელობაა. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ურთიერთობები. ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ მეგობრულ ურთიერთობებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ჩვენი მხრიდან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი დარჩება. ამას ვპირდებით ყველას“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას უკრაინაში დავით არახამიასა და ნიკა გვარამიას შეხვედრის ამსახველი ფოტოს გავრცელების თაობაზე და აღნიშნა, რომ ისინი „რეალურად ერთი ძალაა“ და მათი საერთო ფოტო „აბსოლუტურად ლოგიკურია“.

„არანაირი ფასი არ აქვს ჩემთვის მათ შეხვედრას და დარწმუნებული ვარ, არც საზოგადოებისთვის. ისედაც ვიცოდით, რომ ერთად არიან ესენი - სააკაშვილი, არახამია, გვარამია. შესაბამისად, სიახლესაც ვერ დავარქმევთ ფოტოს, რომელიც გამოქვეყნდა. ეს ერთი პოლიტიკური პარტიაა, ამიტომ მათი საერთო ფოტო აბსოლუტურად ლოგიკურია“, - განაცხადა კობახიძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს