საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა ბრალდების შუამდგომლობა და არგუმენტები გაითვალისწინა და მამუკა შაქარაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

სხდომაზე,პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდებული არის ძალადობისკენ მიდრეკილი პირი რაც კარგად ჩანს გავრცელებულ ვიდეო კადრებში, სწორედ ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ ის ჩაიდენს ხელახალ დანაშაულს, ეცდება მტკიცებულებების განადგურებას და მოწმეებზე ზემოქმედებას.

დაკავებულს ადვოკატი არ ჰყავს, თუმცა პროცესზე თავად განაცხადა, რომ პროკურორს არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, რადგან საგარეჯოში დაპირისპირების დროს მედიასაშუალებებმა მოახდინეს მისი პროვოცირება და გამოიწვიეს.

ბრალდებული აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე მამუკა შაქარაშვილი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.უწყების ცნობით მან პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე,სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებს აგრესიული ქცევით არ მისცა საქმიანობის განხორციელების და სიუჟეტის ჩაწერის საშუალება. მომხდარზე გამოძიება მ.შ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება