გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, სოფელ ძევერას მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები შენდება.

საცხოვრებლის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ ნებისმიერ დევნილ ოჯახს შეუძლია.

განაცხადები, 10 აგვისტოს ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში მიიღება. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებშიც შემდეგ მისამართებზე:

  • გორი, სამების ქ. N1;
  • რუსთავი, კოსტავას ქ. N20;
  • ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
  • ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება