სალომე სამადაშვილი - ყველა საერთაშორისო ფორუმზე ღარიბაშვილის გამოსვლა გაოცებულს და გაოგნებულს ტოვებს საზოგადოებას - მიკვირს, "ქართული ოცნება" აუსტრევიჩუსის განცხადებაზე ასე რომ აღშფოთდა

მიკვირს, "ქართული ოცნება" ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე ასე რომ აღშფოთდა - ღარიბაშვილი რომ უვიცია, მგონი, ამაზე ევროკავშირში სრული კონსენსუსია,- ეს განცხადება პარლამენტში "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, "სიბრიყვეა იმაზე საუბარი, რომ თუ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, მაშინ ნატოს არსებობას და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას რა აზრი აქვს".

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, "ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ღარიბაშვილმა არ იცის რაზე საუბრობს, როცა ის ნატოსა და ევროკავშირზე საუბრობს და ამიტომ საკუთარი უვიცობა ძალიან სამართლიანად მიუთითეს".

"ყველა საერთაშორისო ფორუმზე ღარიბაშვილის გამოსვლა გაოცებულს და გაოგნებულს ტოვებს საზოგადოებას იმ ხარისხის უვიცობით, რასაც ის ამ ფორუმებზე ამჟღავნებს. რეალურად კი ჩვენი პრობლემაა არა ღარიბაშვილის უვიცობა, არამედ პრობლემაა ის, რომ საქართველოს რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება მართავს - ღარიბაშვილი მიღებულ დავალებებს ასრულებს, აჟღერებს რუსულ პროპაგანდას. ის გზავნილიც, რომელიც მან ნატოსთან დაკავშირებით გააჟღერა, რომ უკრაინაში ომი იმიტომ დაიწყო, რომ უკრაინას ნატოში გაწევრიანება სურდა, ხოლო ომის მოგების შემთხვევაში ნატოში ყოფნას რაღა აზრი აქვს, ეს არის რუსული პროპაგანდის გამეორება. ეს არის მორიგ ჯერზე თვითაღიარებითი ჩვენება, რომ საქართველოს რუსული დავალებების შემსრულებელი ხელისუფლება ჰყავს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას - "თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, ნატოს წევრობა რაღაში სჭირდება", ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი გამოეხმაურა და "ტვიტერზე" დაწერა, რომ "ესაა პოლიტიკური ბანდა და არა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე დაფუძნებული აზროვნება".

"ბევრი უნდა ისწავლო და ნაკლები იოცნებო", - წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით