საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 25 წელი შესრულდა.

შსს-ს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, რამაზ პაპიძესთან ერთად პირად შემადგენლობას პროფესიული დღე ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე მიულოცა და თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა.

„საქართველოს სანაპირო დაცვას 25 წელი შეუსრულდა. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს! შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში: საზღვაო სივრცეში, საზღვაო უსაფრთხოებასთან და უშიშროებასთან დაკავშირებულ კომპლექსურ ამოცანებს ახორციელებს. უნდა აღინიშნოს, რომ სანაპირო დაცვის დეპარტამენტი დინამიურად ვითარდება, რაც თითოეული თქვენგანის ყოველდღიური კეთილსინდისიერი შრომის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორების დიდი დამსახურებაა.

სანაპირო დაცვა მისი ფუნქციონირების 25 წელს, მიღწევებითა და დიდი ისტორიით ხვდება. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, საქართველოს ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის ,,ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა. სწორედ სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფების ნატოს შეფასების 4 - წლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების საფუძველზე, მივაღწიეთ ამ მნიშვნელოვან შედეგს. მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ მიღწევისთვის. საქართველოს პარლამენტმა ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ,,ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის სამხედრო - საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ უწყებათაშორისი საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა“, - განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 21 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით