ანალენა ბერბოკი - გერმანიას აქვს ვალდებულება, თავიდან აიცილოს მომავალი ომები და დანაშაულები

გერმანიას, მისი ისტორიული პასუხისმგებლობის გამო, მსოფლიოში ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულებისთვის, აქვს ვალდებულება, თავიდან აიცილოს მომავალი ომები და დანაშაულები, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

„ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და არის საერთაშორისო სამართლის განმტკიცება მომავალი ომების თავიდან ასაცილებლად, გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა ბერბოკმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამ, არ გაახანგრძლივოს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, „შოკში ჩააგდო“ ყველა ქვეყანა და გაეროს ყველა დელეგატი. მან ხაზი გაუსვა პუტინზე ზეწოლის მნიშვნელობას ამ გადაწყვეტილების შესაცვლელად და აღნიშნა, რომ ამ კუთხით საუკეთესო გზაა, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და აზიის ქვეყნებმა პირდაპირ მიმართონ პუტინს.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ შედეგი აქვს, თუ პუტინს არა მხოლოდ ევროპის ქვეყნები, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც მიმართავენ“, - აღნიშნა ბერბოკმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება