ჩრდილოეთ კორეაში მესაზღვრეებმა დემილიტარიზებული ზონის მახლობლად აშშ-ის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, უსაფრთხოების გაერთიანებულ ზონაში ექსკურსიის დროს აშშ-ის მოქალაქემ უნებართვოდ გადაკვეთა სადემარკაციო ხაზი და სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეაში გადავიდა.
აშშ-ის მოქალაქის ვინაობა და მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"