იაგო ხვიჩია - პოლონელი ექიმი „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე არ იმოქმედებდა ან იმდენად სულელია, მისი შეყვანა პაციენტთან არც შეიძლება - ვინაიდან ამის ნაკლებად მჯერა, მჯერა, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებდა

მგონია, რომ ექიმი, რომელმაც ეს „ილეთი“ ჩაატარა, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე არ მოქმედებდა - როგორც ყოფილი იურისტი გეუბნებით, პირველი ეჭვი, რა შედეგებიც ამას მოჰყვა, უნდა მიიტანო საქართველოს ხელისუფლებაზე და მის კოლაბორაციაზე მიშას ექიმთან, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ "ვივამედში" მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ვერ მოუსმინა დამაჯერებელი არგუმენტი, რატომ უნდა გაეტანა ნიმუში ჩუმად მაშინ, როცა ნიმუშებს ისედაც ატანდნენ.

"მე მგონია, რომ ის ექიმი, რომელმაც ეს "ილეთი" ჩაატარა, სრულიად არასაჭირო დროს, არასაჭირო ადგილას, "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმების გარეშე არ მოქმედებდა ან იმდენად სულელია, მისი შეყვანა პაციენტთან არც შეიძლება, მაგრამ ვინაიდან ასეთი სისულელის ნაკლებად მჯერა, უფრო იმის მჯერა, რომ "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებით მოქმედებდა. ამის ხაზგასმას ველოდებოდი (პოლონეთის) განცხადებაში.

როცა ისედაც ყველაფრის გამოტანა შეგიძლია და წინდით გამოგაქვს რაღაც ნივთი, არაფერში საჭირო რომ არ არის ისეთ დროს და მერე მთელი პროცესის დისკრედიტაცია ხდება, აბა სხვას რას უნდა დავაბრალოთ - ან სისულელეს ან შეთანხმებას. გაყალბებაც რომ ნდომოდა, ნიმუშის გატანა ხომ პრობლემა არ იყო, ჩუმად გატანილს გავაყალბებდი და არაჩუმად გატანილს ვერა, ჩემთვის არ არის დამაჯერებელი. მე როგორც ყოფილი იურისტი გეუბნებით, პირველი ეჭვმიტანილი ვინ იქნებოდა ამ საქმეში, ნებისმიერი საღი აზრის დონეზე პირველი ეჭვი, რა შედეგებიც ამას მოჰყვა, უნდა მიიტანო საქართველოს ხელისუფლებაზე და მის კოლაბორაციაზე მიშას ექიმთან," - განაცხადა ხვიჩიამ.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად