აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - აჭარის რეკლამა საერთაშორისო მედიაში მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, „ევრონიუსისა“ და „დოიჩე ველეს“ შემდეგ, აჭარის რეკლამას უკვე BBC–ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა.

მათი ინფორმაციით, საიმიჯო რგოლში, რომელიც 190-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა, აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტებია წარმოჩენილი.

„პრესტიჟული ბრიტანული მედიასაშუალება მსოფლიოს 29 ენაზე მაუწყებლობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის პოზიციონირების მიზნით, საერთაშორისო მედიასაშუალებებთან წლებია თანამშრომლობს. გარდა სატელევიზიო რეკლამისა, BBC და „ევრონიუსი“ ბათუმში მოგზაურობის შესახებ სიუჟეტებსაც მოამზადებენ.

აჭარის რეკლამა სამიზნე ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონის პოპულარიზაცია უკვე განხორციელდა 20-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე, საერთაშორისო მედიასაშუალებებში, სამიზნე ქვეყნების გამოცემებსა და ტელევიზიებში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ასევე გრძელდება უცხოელი ჟურნალისტების მოგზაურობა რეგიონში. აჭარას უკვე სტუმრობდა პოლონელი, გერმანელი, უზბეკი, ყაზახი, სერბი, კორეელი, ებრაელი, თურქი, არაბი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები, რომელთა მიერ მომზადებული სტატიები, სიუჟეტები და ბლოგები სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა. 2022 წელს, რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა“,-აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება