"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს

"ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" პოლიტიკურ ბრძოლას დღეიდან გაერთიანებული შემადგებლობით გააგრძელებენ.

პოლიტიკური გაერთიანების შესახებ აღნიშნული პარტიების ლიდერებმა - ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ "რედისონში" გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, "სტრატეგია აღმაშენებელთან" რუსული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად საერთო სტრატეგიას შეიმუშავებენ.

მისივე განცხადებით, "პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე გამარჯვების პლატფორმა უნდა გაკეთდეს".

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ევროპული პარტია და ჩვენ, ცხადია, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა. კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ასევე ყველაზე დიდია ყველა კვლევით პროდასავლურ პარტიებს შორის, ვგულისხმობ „სტრატეგია აღმშენებელს“. ჩვენ ასევე ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას ხალხთან.

შესაბამისად, დღეიდან „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია, რუსული პარტიის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების. მინდა მადლობა გადავუხადო „სტრატეგია აღმაშენებელს“ და თითოეულ მისი გუნდის წევრს. სხვანაირად მიხეილ სააკაშვილის პარტია, პასუხისმგებლიანი პარტია, ცხადია, ვერ მოიქცეოდა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და გავაგრძელებთ ბრძოლას თავისუფალი, ერთიანი საქართველოსთვის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება