გია ცაგარეიშვილი - ერთი შემთხვევა პოლონეთთან ურთიერთობებში ბზარს ვერ შეიტანს, მაგრამ ფაქტი იყო საშინელი, ამაზრზენი, მეტიც - დანაშაულებრივი

ერთი შემთხვევა პოლონეთთან ურთიერთობებში ბზარს ვერ შეიტანს, მაგრამ ფაქტი იყო საშინელი, ამაზრზენი, მეტიც - დანაშაულებრივი. თუ ექიმი თანამდებობის პირია, დაახლოებული ძალოვან სტრუქტურებთან, ეს არის მისი ორმაგი და სამმაგი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პოლონელი ექიმი, რომელსაც "ვივამედში" მომხდარი ინციდენტი უკავშირდება, ძალოვან სტრუქტურასთან არსებული კლინიკის ვიცე- პრეზიდენტია.

მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ ლეგიტიმურია როგორც ქართული მხარის კითხვები, ისე პოზიცია, რომ კონკრეტული ექიმი და პოლონელი ექიმების ჯგუფი სააკაშვილთან არ დაიშვან.

"ზოგადად, გაუგონარი ფაქტია, როცა ექიმი პატიმრის ბიოლოგიურ მასალას იპარავს, თანაც ყოვლად გაუგებარი და მიუღებელი ფორმით. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალა მას სჭირდება იმისთვის, რომ გაეყალბებინა დასკვნა. ეს ადამიანი მარტო დარჩა სააკაშვილთან, მე არ ვიცი, იქ რა მანიპულაციებს ჩადის, დაუდგენელია ეს და შესაბამისი კვლევა-ძიების საგანი უნდა გახდეს. ამის შემდეგ გამოდის პალატიდან, აკავებენ და კამერების წინ იძულებულია გამოაჩინოს ფარულად გამოტანილი ბიოლოგიური მასალა. თუ ის თანამდებობის პირია, დაახლოებული (პოლონეთის) ძალოვან სტრუქტურებთან, ეს არის ორმაგი და სამმაგი პასუხისმგებლობა ამ ადამიანის, უნდა ეფიქრა შედეგებზე და დარტყმის ქვეშ არ უნდა დაეყენებინა მთელი პროცესი. მე მგონი, ქართული მხარის კითხვები, რბილად რომ ვთქვათ, ამ "გაუგებრობასთან" სრულიად ლეგიტიმურია.

ვინც ფიქრობდა ამ სიბინძურის განხორციელებას, იმას უნდა ეფიქრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე. სააკაშვილი, მისი ოჯახი და მის გარშემო ავაზაკები არაფერზე რომ არ ფიქრობენ გასაგებია და ჩვენ უნდა ვიფიქროთ მათ მაგივრად, ეს არის ხვედრი და ბედი დღევანდელი ხელისუფლებისა. პოლონეთთან გვაქვს ჩვენ ბრწყინვალე ურთიერთობა, ეს ერთი შემთხვევა ამ ურთიერთობებში ბზარს ვერ შეიტანს, მაგრამ ფაქტი იყო საშინელი, ამაზრზენი, მეტიც დანაშაულებრივი და ამაზე ჩვენ ხმამაღლა უნდა გვეთქვა. მაშინ რას გვთავაზობთ, ამაზე თვალი დაგვეხუჭა, ექიმს გაეტანა მანიპულაციის გზით მოპოვებული მასალა, გაეყალბებინა, შემდეგ ვიღაც გამოსულიყო და ეთქვა, რომ აი, თქვენ აწამებთ და კლავთ სააკაშვილს?! "- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება