ილია დარჩიაშვილმა პორტუგალიის ეროვნულ ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან, აუგუშტუ სანტუშ სილვასთან შეხვედრა გამართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და პორტუგალიის პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე. ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღინიშნა 2022 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ლისაბონში ვიზიტის მნიშვნელობა. მხარეები მიესალმნენ ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მეგობართა ჯგუფების ფუნქციონირებას.

„მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას წარმატებით ასრულებს. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ქვეყანას პორტუგალიის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.

საუბარი შეეხო ნატოს ვილნიუსის სამიტს და საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერა აღინიშნა.

მხარეებმა რეგიონში შექმნილი რთული ვითარება მიმოიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო რუსეთის ომს უკრაინაში და მის შედეგებს, როგორც რეგიონის ქვეყნების, ისე მთლიანად ევროპის კონტინენტისთვის.

ილია დარჩიაშვილმა აუგუშტუ სანტუშ სილვას მადლობა გადაუხადა პორტუგალიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება