ფოთმა  XVI საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლა

ფოთში, XVI საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ,,ნანა ალექსანდრიას თასი -2023" ჩატარდა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში 10 ქვეყნის 415 მოჭადრაკე მონაწილეობდა და მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები იყვნენ. მათივე ცნობით, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 11 სხვადასხვა კატეგორიის ტურნირი ჩატარდა, რომელთა საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფესტივალის მთავარი - A ღია ტურნირის გამარჯვებული ლუკა პაიჭაძე გახდა.

„წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოჭადრაკეებმა: 8 წლამდე გოგონათა შორის მესამე ადგილი - ნინო შურღულაიამ, E ღია ტურნირში ქალთა შორის მეორე ადგილი - ლიზი სარიშვილმა, D ღია ტურნირში ქალთა შორის მესამე ადგილი - ანა სანიკიძემ დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ წელს დაწესდა საჭადრაკო კლუბ "ნანა"-ს გამორჩეული მასწავლებლის, ფიდეს ოსტატის და წლების განმავლობაში აღნიშნული ფესტივალის აქტიური მონაწილის ,, გიორგი გამზარდიას თასი".

საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი -2023" ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი ფოთის საჭადრაკო კლუბი "ნანა"იყო. ღონისძიებას მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად