დავით მათიკაშვილი ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანებაზე - ორი ხელმოცარული პოლიტიკოსის პოლიტიკური ქორწინება დასრულდება სრული ფიასკოთი - ნულს რომ ნული მივუმატოთ ისევ ნულია

ორი ხელმოცარული პოლიტიკოსის პოლიტიკური ქორწინება დასრულდება სრული ფიასკოთი, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, იმიტომ რომ ნულს რომ ნული მივუმატოთ არის ისევ ნული, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანების შესახებ დასმულ კითხვას.

დეპუტატის შეფასებით, რეალურად მათ არ გააჩნიათ არანაირი რესურსი იმის, რომ თუნდაც ცალ-ცალკე, ან ერთად გაერთიანებულმა რაიმე სახის პოლიტიკური შედეგი დადონ არჩევნებზე.

„ერთი და მეორე პოლიტიკური ჯგუფის ელექტორალური მხარდაჭერა არის ფსკერს ქვემოთ. რეალურად მათ არ გააჩნიათ არანაირი რესურსი იმის, რომ თუნდაც ცალ-ცალკე, ან ერთად გაერთიანებულმა რაიმე სახის პოლიტიკური შედეგი დადონ არჩევნებზე. ამიტომ ეს არის კიდევ ერთხელ ხელმოცარული მცდელობა ორი სრულიად ხელმოცარული პოლიტიკოსის, რომ თითქოს მათი ჭკუით ღირებული შექმნან არჩევნებზე, რომელიც არის სრული ფიასკოთი განწირული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იმდენად ნათელი ჭეშმარიტებაა, რომ საზოგადოებაში ეჭვს აღარ იწვევს. გვახსოვს სხვადასხვა ხასიათის გაერთიანებები, სხვადასხვა ფანჩატურებში ამ პირების შეკრებები, ქორწინებები, მერე განქორწინებები, შემდეგ მცდელობები, რომ საზოგადოება მოატყუონ იმიტომ, რომ მთელი შინაარსი ამ პოლიტიკური აქტის ასე ვთქვათ, თუ შეიძლება მას ასე დავარქვათ, არის ტყუილი იმიტომ, რომ არც ერთი და არც მეორე მხარე საქართველოზე არ ფიქრობს იმიტომ, რომ მათ გააჩნიათ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესები, რომელიც არ არის რეალიზებადი ჩვენს ქვეყანაში იმ არსებული ნულს ქვემოთ რეიტინგიდან გამომდინარე, რომელიც კერძოდ ვაშაძეს გააჩნია. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი რეიტინგი ყოველდღიურად ეცემა და 2024 წლისთვის რა სახით წარდგებიან ისინი რეიტინგულად საზოგადოების წინაშე, ძალიან დიდი კითხვის ნიშანი შეიძლება დავუსვათ ამ საკითხს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება