მამუკა მდინარაძე - ოკუპანტის ინტერესებში შემავალი არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ამ ქვეყანაში

ოკუპანტის ინტერესებში შემავალი არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ამ ქვეყანაში - რუსული უნივერსიტეტი არ გაიხსნება, მაგრამ თქვენ რუსულს შეიძლება უწოდებთ ქართულს, ამერიკულ კანონს რუსული უწოდეთ, იქნებ ასე უწოდებთ კიდევ რაღაცას? - ასე პასუხობს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კითხვას, შეიძლება თუ არა ცალსახად ითქვას, რომ ქართულ - რუსული უნივერსიტეტი, რაზეც პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელი საუბრობს, საქართველოში არ გაიხსნება.

მდინარაძის თქმით, ასეთი რამ "არ იქნება".

"წარმოდგენა არ მაქვს რაზე ლაპარაკობთ, ვიღაც, ვისაც ამის კომპეტენცია არ გააჩნია, რაღაცას იტყვის, შემდეგ ამას იყენებთ და სვამთ შეკითხვებს ვარაუდებზე, რომელიც ან იქნება ან არა და არ იქნება, როგორ შეიძლება ასეთი თემა დღის წესრიგში დადგეს?! მე ამაზე სერიოზულად უნდა გიპასუხოთ, თქვენ და თქვენი კოლეგები 2 წუთში 4 შეკითხვას სვამთ ნახევარწუთიანებს თითოს და თითო ნახევარ წუთში სიტყვა რუსულს ახსენებთ 7-8- ჯერ, დაანებეთ თავი ამას, ამ ყალბ ვითომ რუსულ ნარატივზე ამ ქვეყნის გადაყვანას, ამ ქვეყნის გარუსებას დაანებეთ თავი, კითხვა დამისვით, მაგრამ არა ასეთი სპეკულაციით, „რუსული ექსპანსია“, „რუსული უნივერსიტეტი“, რუსული, რუსული...

ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ (რომ არ გაიხსნება რუსული უნივერსიტეტი)მაგრამ თქვენ რუსულს შეიძლება უწოდებთ ქართულს და წინასწარ როგორ გითხრათ? კანონს, რომელიც იყო ამერიკული უწოდეთ რუსული და იქნებ ასე უწოდებთ კიდევ რაღაცას რუსულს, იქნებ იტყუებით, ვერ გენდობით და როცა არ ვიცი რაზეა ლაპარაკი, პასუხი არ უნდა გაგცეთ.

მოდი ამოვწუროთ - ოკუპანტის ინტერესებში შემავალი არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ამ ქვეყანაში. დანარჩენი ყველაფერი არის თქვენს მიერ დაორგანიზებული ფეიკ რუსული კამპანია. შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ოკუპანტის ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე ნაბიჯი არ გადაიდგმება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება